დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 11/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №182
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთ-დროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 504 600 (ხუთას ოთხი ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:
ა) №1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 127 200 (ას ოცდაშვიდი ათას ორასი) ლარი;
ბ) №2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) №3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 95 200 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ორასი) ლარი;
დ) №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 63 600 (სამოცდასამი ათას ექვსასი) ლარი;
ე) №5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 77 800 (სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაასი) ლარი;
ვ) №6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 14 800 (თოთხმეტი ათას რვაასი) ლარი;
ზ) №7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 3 400 (სამი ათას ოთხასი) ლარი;
თ) №8 დანართით გათვალისწინებული პირისათვის საქართველოს კონტროლის პალატას გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
ი) №9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 16 800 (თექვსმეტი ათას რვაასი) ლარი;
კ) №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი;
ლ) №11 დანართით გათვალისწინებული პირისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
მ) №12 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი;
ნ) №13 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარი;
ო) №14 დანართით გათვალისწინებული პირისათვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
პ) №15 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;
ჟ) №16 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართები არ ქვეყნდება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები