დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 748 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №748
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
1. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 193 200 (ას ოთხმოცდაცამეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:
– №1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 2 600 (ორი ათას ექვსასი) ლარი;
– №2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი;
– №3 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
– №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 73 000 (სამოცდაცამეტი ათასი) ლარი;
– №5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 106 200 (ას ექვსი ათას ორასი) ლარი;
– №6 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 1 000 (ათასი) ლარი;
– №7 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
– №8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოს 800 (რვაასი) ლარი;
– №9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოს 1 400 (ათას ოთხასი) ლარი;
– №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დანართები არ ქვეყნდება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები