დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 752 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №752
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისა და დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 10 161 500 (ათი მილიონ ას სამოცდაერთი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:
ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 633 500 (სამი მილიონ ექვსას ოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 6 178 000 (ექვსი მილიონ ას სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები