„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 320080000.17.010.016035
5
26/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
320080000.17.010.016035
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2014 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010 №83 მუხ. 1203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ტექნიკური პირობები, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია;"

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3.სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით."

 

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

"31.სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლოა შეიცვალოს კომისიისა და ადმინისტრატორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე."

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"4.სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი, საკონკურსო წესით,  მომდევნო ვადით ვერ მოიპოვებს  ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას;"

5. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"5.პორტაბელურობის პროცესის უწყვეტობის მიზნით:

ა) ხელშეკრულების ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, კომისია უზუნველყოფს კონკურსის ჩატარებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზის  ადმინისტრატორის შესარჩევად;

ბ) კომისია უფლებამოსილია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე, ან კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვამდე;"

6. მე-10 მუხლის ზ) პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ზ) მომსახურება გაუწიოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს ამ დებულებით,  კომისიასთან და ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებითა და პორტირების მომსახურებისათვის განსაზღვრული ფიქსირებული წლიური საფასურით, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურების საფასურს (მთლიანი თანხის 2%) და

ზ.ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების საფასურს (მთლიანი თანხის 98%)."

7. მე-10 მუხლის თ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"თ)  ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელებითა   და   საშუალებებით   უზრუნველყოფაზე   ან/და მომსახურების  მიწოდებაზე  ავტორიზებული  პირების მონაცემთა  საოპერაციო  ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა   ცენტრალურ   ბაზასთან  სინქრონიზაციის   მომსახურების საფასური  და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა   და   საშუალებებით   უზრუნველყოფაზე   ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების საფასური გადაანაწილოს ავტორიზებულ პირებზე შემდეგი ფორმულის მიხედვით:

j ოპერატორის მიერ k თვეს ადმინისტრატორისთვის გადასახდელი თანხა გამოითვლება ფორმულით

Y jk = X jk – Xjk-1  (k=1..12) X j=0

სადაც

ა) X jk = 0.02 * Uk/Mk + 0.98 * Uk*nkj / Nk, თუ Nk≠ 0   და 0.98 * Uk/Nk ≤ 7

სხვა შემთხვევაში:

ბ) X jk = 0.02 * Uk/Mk + 7 * nkj + (0.98 * Uk – 7 * Nk) * lkj/Lk

სადაც

k იცვლება 1-დან  12-მდე და ასახავს თვის რიგით ნომერს კალენდარულ წელში (იანვარი - 1, თებერვალი - 2, ...)

j იცვლება 1-დან M-მდე და ასახავს ოპერატორის პირობით ინდექსს, სადაც M არის კალენდარული წლის მანძილზე სულ პორტირების სისტემაში ჩართული ოპერატორების რაოდენობა

X jk    -  k-ურ თვეს j ოპერატორის მიერ ნაზარდი ჯამით გადასახდელი თანხა (k=1..12)

Mk -        k თვეს პორტირების სისტემაში ჩართული ოპერატორების რაოდენობა

Nk   -       1..k  თვეებში  სულ პორტირებული ნომრების რაოდენობის ჯამი

nkj  − j ოპერატორის მიერ 1..k თვეებში  სულ პორტირებული ნომრების რაოდენობა

Lk - k თვის მდგომარეობით გაცემული ნუმერაციის რესურსის ოდენობა

lkj        −       k თვის მდგომარეობით j ოპერატორის საკუთრებაში არსებული ნუმერაციის რესურსის ოდენობა

T - ადმინისტრატორისთვის კალენდარული წლის მანძილზე  ჯამური გადასახდელი თანხა შესაბამის ვალუტაში

αk  -  ვალუტის კურსი  k თვეში ლართან მიმართებაში

Uk = (α1 + α 2 + . . . + α k) * T/12  - ნაზარდი ჯამით k თვისთვის (ჩათვლით) ადმინისტრატორისთვის ოპერატორების მიერ გადასახდელი ჯამური თანხა ლარებში;

8. მე-10 მუხლის ი) პუნქტი ამოღებულ იქნეს ;
მუხლი 2
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
2. დადგენილება, პირველი მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრისოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრიკახი ბექაური
თავმჯდომარევახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრიაკაკი სიხარულიძე