„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 988
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
988
30/07/2013
გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №988

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 171 567 135 (ას სამოცდათერთმეტი მილიონ ხუთას სამოცდაშვიდი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარი, მათ შორის:“;

 ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.3, 1.6, 1.8, 1.11, 1.13, 1.14, 1.33, 1.35, 1.37, 1.48, 1.51, 1.52 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 689 810 (ხუთი მილიონ ექვსას ოთხმოცდაცხრა ათას რვაას ათი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.6 სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 860 280 (რვაას სამოცი ათას ორას ოთხმოცი) ლარი დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.8 ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 544 900 (ხუთას ორმოცდაოთხი ათას ცხრაასი) ლარი დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.11 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 907 830 (ერთი მილიონ ცხრაას შვიდი ათას რვაას ოცდაათი) ლარი დანართი №11-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.13 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 928 240 (ორი მილიონ ცხრაას ოცდარვა ათას ორას ორმოცი) ლარი დანართი №13-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.14 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 744 220 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ათას ორას ოცი) ლარი დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.33 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 087 535 (ექვსი მილიონ ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №33-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.35 ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 118 875 (ერთი მილიონ ას თვრამეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი დანართი №35-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.37 ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 896 890 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას რვაას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.48 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 6 964 440 (ექვსი მილიონ ცხრაას სამოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცი) ლარი დანართი №48-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.51 თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 236 470 (სამი მილიონ ორას ოცდათექვსმეტი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარი დანართი №51-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.52 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 114 790 (ოთხი მილიონ ას თოთხმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) განკარგულების №3, №6, №8, №11, №13, №14, №33, №35, №37, №38, №48, №51, №52 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

 

დანართები არ ქვეყნდება.