შპს „ქართული კვების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „ქართული კვების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1026
02/08/2013
გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
000000000.00(0).000.000000
შპს „ქართული კვების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1026

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ქართული კვების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, შპს „ქართული კვების კომპანიამ“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს შორის მემორანდუმის GDP ISAF2-ის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება ISAF-ის მისიისათვის), მეგობარი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასადილოსა და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიების კვების პროდუქტებით მომარაგების უზრუნველყოფისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები კომერციული სასადილოს და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიების მოსაწყობად განკუთვნილი ფართის იჯარით გაცემამდე;

გ) სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის ობიექტების ინტერნეტით, ტექნიკური და დანადგარების შეკეთების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები.

2. 2013 წლის 4 ივლისიდან ამ განკარგულების ამოქმედებამდე შპს „ქართული კვების კომპანიამ“ სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია „შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივლისის №176 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი