დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ურთიერთდაკავშირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 744 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №744
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ურთიერთდაკავშირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ა. ხეთაგურის მიერ 2007 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი თანდართული ურთიერთგაგების მემორანდუმი „ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ურთიერთდაკავშირების შესახებ“ .
2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა, მემორანდუმის პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს თურქეთის მხარის შეტყობინება მემორანდუმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები