დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 02/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1025
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე მდებარე სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილი მშენებარე №4, №5 და №6 სახლების ექსპლუატაციაში გადასაცემად დარჩენილი სამუშაოების, არაუმეტეს 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარის ღირებულების, ს ახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები