დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 737 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №737
2007 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებით და შესაბამის სასესხო ხელშეკრულებათა პირობების გათვალისწინებით გაცემული სესხისა და შესაბამისი სარგებლის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით:“ ;
ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 10 ოქტომბრის №16 დადგენილების საფუძველზე შეცვლილი საბაზრო პირობების გათვალისწინებით და „ საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად შპს „ მტკვარი-ენერგეტიკისათვის“ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისის“ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ , სს „ იტერა-საქართველოსა“ და სს „ ენერჯი-ინვესტისათვის“ გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი 100 067 506 ლარი სესხიდან 38 270 423 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ხოლო დარჩენილი 61 797 083 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს `საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) შპს „ მტკვარი-ენერგეტიკაზე“ რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 56 553 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ მტკვარი-ენერგეტიკას“ , ხოლო 12 770 228 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;
ბ) შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ რიცხული 56 524 661 ლარი სესხიდან 15 123 071 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისს“ , ხოლო 41 401 590 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;
გ) შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაზე“ რიცხული 16 088 840 ლარი სესხიდან 14 364 394 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ , ხოლო 1 724 446 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;
დ) სს „ იტერა-საქართველოზე“ რიცხული 13 862 466 ლარი სესხიდან 8 723 391 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ იტერა-საქართველოს“ , ხოლო 5 139 075 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;
ე) სს „ ენერჯი-ინვესტზე“ რიცხული 764 758 ლარი სესხიდან 3 015 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ ენერჯი-ინვესტს“ , ხოლო 761 743 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;
ვ) შპს „ მტკვარი-ენერგეტიკამ“ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ , სს „ იტერა-საქართველომ“ და სს „ ენერჯი-ინვესტმა“ 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ძირითად სესხზე დარიცხული პროცენტი ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ ა-ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად დარჩენილი სესხი და 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იანვრამდე;
ზ) შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 იანვრამდე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს „ მტკვარი-ენერგეტიკასთან“ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან“ , სს „ იტერა-საქართველოსთან“ , სს „ ენერჯი-ინვესტსა“ და შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა საფუძველზეც აგრეთვე გაუქმდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების მიხედვით შპს „ მტკვარი-ენერგეტიკასთან“ 2007 წლის 4 იანვარს გაფორმებული 0101-8296, შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ 2007 წლის 22 იანვარს გაფორმებული 0401-8296, შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან“ 2007 წლის 17 იანვარს გაფორმებული 02-03.01-8296, სს „ იტერა-საქართველოსთან“ 2007 წლის 16 იანვარს გაფორმებული 02-02.01-8296, სს „ ენერჯი-ინვესტთან~ 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელშეკრულებები.
3. ქვეყანაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს ბუნებრივი აირის რეალიზაცია: სულ ცოტა 143 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, შპს „ მტკვარი-ენერგეტიკისათვის“ , სს „ ენერჯი-ინვესტისა“ და სს „ თბილსრესისათვის“ – სულ ცოტა 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფოს კუთვნილი წილის მომყოლ (თანამდევ) ბუნებრივ აირზე; ხოლო ყველა სხვა საბითუმო მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის – სულ ცოტა 167 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე.“ ;
გ) განკარგულების მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები