„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 04/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
310
04/04/2013
გამოუქვეყნებელი, 04/04/2013
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №310

2013 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის განათების სისტემის (მონტაჟით) გამწმენდი და დასუფთავების მანქანების, ორი ერთეული ბალახის საკრეჭი მანქანის, ორი ერთეული დიდი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანა-დანადგარის და ნაგვის კონტეინერების შესყიდვის მიზნით, აგრეთვე შპს „ანაკლიის“ შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ანაკლიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, საიდანაც 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი გამოყენებულ იქნეს შპს „ანაკლიის“ შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ხოლო 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი მოხმარდეს ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის გამწმენდი და დასუფთავების მანქანების, ორი ერთეული ბალახის საკრეჭი მანქანის, ორი ერთეული დიდი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანა-დანადგარის და ნაგვის კონტეინერების შესყიდვას, ამასთან აღნიშნული თანხიდან 10 000 (ათი ათასი) ლარი გამოყენებულ იქნეს ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის განათების სისტემის შესყიდვისა და მონტაჟისათვის.“.

პრემიერ-მინისტრი                                         ბ. ივანიშვილი