სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1022
02/08/2013
გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1022

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (19.07.2013. 5/21138) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქ. ჩოხატაურში, დუმბაძის ქ. №66-ში მდებარე №1  შენობა-ნაგებობის საერთო ფართით 891 კვ.მ, №2, №3 შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული 4045 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 28.01.22.070) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმ­დებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                   ბ. ივანიშვილი