ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების ქ. თბილისის მერიისათვის მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 736
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
736
24/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2007
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების ქ. თბილისის მერიისათვის მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 736

2007 წლის 24 ნოემბერი

. თბილისი

ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების ქ. თბილისის მერიისათვის მინიჭების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელ ღონის­ძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების უზრუნველ­საყოფად ქ. თბილისის მერიას  მიენიჭოს  უფლებამოსილება, რომ ქ. თბი­ლისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკ­რე­ბუ­ლოს 2007 წლის 19 ნოემბრის 12-66 გადაწყვეტილებით მიღე­ბული ცვლილების თანახმად გამოყოფილი თანხებით სა­ხელ­მწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით.

2. ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან ქ. თბილისის საკ­რებულოს 2007 წლის 19 ნოემბრის 12-66 გადაწყვე­ტი­ლე­ბით მიღებული ცვლილების შესაბამისად გამოყოფილი თანხე­ბით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს:

ა) ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების (ორგანიზაციული კოდი 01 02 04);

ბ) კეთილმოწყობის სხვადასხვა ღონისძიების (ორგა­ნი­ზა­ციული კოდი 01 02 10);

გ) ქ. თბილისის მერიის სისტემის სხვა ხარჯების (ორგა­ნიზაციული კოდი 01 01 15);

დ) ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის (ორგანი­ზაციული კოდი 12 00);

ე) კულტურის სფეროში სხვადასხვა ღონისძიების (ორგა­ნიზაციული კოდი 01 10 05) უზრუნველყოფასთან დაკავ­შირებულ შესყიდვებზე.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათ­ვალისწი­ნებული წესით სახელმწიფო შესყიდვები განხორ­ციელ­დეს მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (ჩათვლით).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ვ. გურგენიძე