დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 307 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/04/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 04/04/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №307
2013 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2013 წლის 1 მარტის მდგომარეობით, 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დაზარალებული ოჯახების/აბონენტების (რომლებიც აღრიცხული არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში):
ა) მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დავალიანება შეადგენს 819 837.0 (რვაას ცხრამეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ლარს;
ბ) ანგარიშებზე ჯამურად ერიცხებათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბუნებრივი აირის ღირებულების ასანაზღაურებლად გადარიცხული თანხებიდან, ეკონომია 277 004.0 (ორას სამოცდაჩვიდმეტი ათას ოთხი) ლარის ოდენობით.
2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დავალიანების ნაწილობრივად დაფარვის მიზნით, მიმართოს 540 000.0 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული პროგრამული კოდიდან 34 02 – „განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“;
ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად დააზუსტოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიის მოცულობა 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით და აღნიშნული თანხით შემცირდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დავალიანება;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, უზრუნველყოს მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დარჩენილი დავალიანების დაფარვა პროგრამული კოდიდან 34 02.
3. პროგრამული კოდის 34 02 - „განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ ფარგლებში, ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში ლტოლვილთა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოუყოს შესაბამისი თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან გაითვალისწინოს აღნიშნული დეფიციტის დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დოკუმენტის კომენტარები