დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 02/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1020
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
1 . „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2013 წლის 15 ივლისის № 5/20443 ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დაბა ჩხოროწყუში აღმაშენებლის ქ.№5-ში მდებარე 860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №46.02.32.079) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები