დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 04/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №306
2013 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ, მათი განსახლების ობიექტებში (მდებარე ქ. თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო - ოქროს საწმისი და ქ. თბილისი, ბაქოს ქ. №1-ში ყოფილი №3 სამკურნალო ცენტრი), მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 6 111 (ექვსი ათას ას თერთმეტი) ლარი.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება განახორციელოს სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები