საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1019
02/08/2013
გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1019

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს , რომ ფიზიკურ პირებს: ლიანა ხუციშვილს (პირადი №01001018462) და თინათინ ფანჩვიძეს (პირადი №57001004286)  თანასაკუთრებაში  გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქ. №23- ში მდებარე 247 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ფინური კოტეჯი) განაშენიანების ფართით 94 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №64.10.04.588), ფიზიკური პირების: ლიანა ხუციშვილის და თინათინ ფანჩვიძის თანასაკუთრებაში არსებული , ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული 300 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №64. 30. 02. 524) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2 .    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი                                                . ივანიშვილი