ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

  • Word
ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 711
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
711
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 711

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქარ­თველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კო­მისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი №22) და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან   ამოირიცხოს ბალიჭის საბადოს ფარგლებში მოქცეული 8.05 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: ქვემო ქართლის რეგიო­ნალური სატყეო სამმართვე­ლოს ბოლნისის სატყეო უბნის (ყოფილი კაზრეთის სატყეო) №34 კაზრეთის სარეინჯეროს №7 უბნიდან – 3.45 ჰა, №12 უბ­ნიდან – 4.3 ჰა, №13 უბნიდან – 0.3 ჰა.

2. მიწის ფართობის განკარგვის შემთხვევაში მიწის ფარ­­თობის მფლობელმა საქართველოს გა­რემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით შერ­ჩეულ ფართობზე განახორციელოს საკომპენსაციო ტყის განა­შენიანებისა და მოვლის ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე