საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 708
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
708
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 708

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯო­ბესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის 225 დადგენილების მე-2 და მე-12 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს რეგიონების (იმერეთის რეგიონისა და სამცხე-ჯავახეთის დარჩენილი ნაწილის) მოსახლეობის ფქვილით უზრუნველ­ყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლაური) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 10 050 000 (ათი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ლარი საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სა­ქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესა­ბამისად, განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებლად შესრულებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი).      

4. განკაგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                             გ. ბარამიძე