საქართველოს მთავრობის განკარგულება №707 2007 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი ქ. სიღნაღში არსებული ისტორიული შენობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 707
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
707
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის განკარგულება №707 2007 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი ქ. სიღნაღში არსებული ისტორიული შენობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 707

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ქ. სიღნაღში არსებული ისტორიული შენობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია ქ. სიღნაღში არსებული ისტორიული შენობების და კულტურული მემ­კვიდ­რეობის დაცვისა და რესტავრაციის, აგრეთვე ადგი­ლობ­რივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობე­ბის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების ხელ­შეწყობის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შესასრულებელი შემდეგი ღონისძიებების შესახებ:

ა) სკულპტურული კომპოზიციების შესაძენად – 299 760 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას სამოცი) ლარი;

ბ) გარე განათების სამუშაოების შესასრულებლად – 532 028 (ხუთას ოცდათორმეტი ათას ოცდარვა) ლარი;

გ) ქ. სიღნაღის დასუფთავების უზრუნველსაყოფად ინვენ­ტარისა და ნაგვის გასატანი ტრანსპორტის შესაძენად – 244 258 (ორას ორმოცდაოთხი ათას ორას ორმოცდა თვრამეტი) ლარი;

დ) სკვერების სკამების შესაძენად – 18 400 (თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი;

ე) ქ. სიღნაღში წყლის მრიცხველების დასამონ­ტაჟებლად – 65 580 (სამოცდახუთი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი;

ვ) საშემსრულებლო აზომვებისათვის – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი.

2. აღნიშნული ღონისძიებების სრულად და მოკლე დროში განხორციელებისათვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნ­ქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეს სიღ­ნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                      გ. ბარამიძე