სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1014
31/07/2013
გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
000000000.00(0).000.000000
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1014

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას, რომლებსაც სარწყავი წყლით ამარაგებს სოფელ ნიქოზში არსებული კაშხალი, წარმოეშვა სამელიორაციო მომსახურების დავალიანება , ხოლო აღნიშნულ კაშხალს წარმოქმნილი აქვს ელექტოენერგიის დავალიანება.

2. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბიუჯეტში 1 000 000 ლარის მოძიება და აღნიშნული თანხა მიმართოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ელექტროენერგიის დავალიანების დასაფარავად.

3. მიეცეს უფლება გორის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის № 213 განკარგულებით ქ. გორში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია 365 000 ლარი მიმართოს ქ. გორში საჭიდაო დარბაზის მშენებლობისათვის, ხოლო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულებით, სოფელ ნიქოზის სარწყავი წყლის სისტემის ქსელის მოწყობისათვის გამოყოფილი თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია 67 500 ლარი მიმართოს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის სამელიორაციო მომსახურების ნაწილობრივი დაფინანსებისათვის (ნიქოზის კაშხალი).

4. სამელიორაციო სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობი სამინისტროს გამოუყოს 500 000 ლარი.

პრემიერ-მინისტრი   ბ . ივანიშვილი