დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1012 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 31/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1012
2013 წლის 3 1 ივლისი
ქ. თბილისი
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზის ის“ მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2008 წლის 25 აგვისტოს №97 ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ იმ პირობით, რომ შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის” მიერ 2016 წლის ივნისის ჩათვლით განხორციელდება 7 000 000 (შვიდი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 120 ( ას ოც) ნომერზე სასტუმროს პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
ა. 201 3 წლის დეკემბრის ჩათვლით - 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტირება საპროექტო-სანებართვო სამუშაოების დასრულების მიზნით;
ბ. 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით - 2 80 0 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტირება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით;
გ. 2015 წლის მარტიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით - 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტირება მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით;
დ. 2016 წლის მარტიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტირება სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები