სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1011
31/07/2013
გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
000000000.00(0).000.000000
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1011

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „გაერთიანე­ბულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 211324468) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით, ყოველთვიური ქირით 1 500 (ათას ხუთასი) ლარი, გადასცეს ქალაქ თბილისში, ხევძმარის ქუჩა №1-ში სახე­ლ ­­მწიფო საკუთრებაში არსებული 7490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო და­ნი­შ­ნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.11.12.022.004).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა საა­გენტომ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლო­ბით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი                                                             ბ . ივანიშვილი