დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 31/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1010
2013 წლის 3 1 ივლისი
ქ. თბილისი
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 211324468) იჯარის ფორმით , შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი გადასცეს ქალაქ თბილისში, გელოვანის ქუჩა №2-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ანტრესოლის სართული ფართით 1024.64 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.10.11.002.004.01.500).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები