დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „World Vision International-ის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1005 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1005
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„World Vision International-ის ფილიალისათვის საქართველოში“ (უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს „World Vision International-ის ფილიალს საქართველოში“ (უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი ს/კ 203844251) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, გადასცეს ქალაქ თბილისში, ჩიქობავას ქ. №29/გოცირიძის ქ. №2–ში მდებარე შენობა–ნაგებობა №1–ში მე–3 სართულზე არსებული 365,2 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.06.034.014).
2. უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) უზუფრუქტუარის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალი ს წინებული ქონების რეაბილიტაციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულე ბის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ქუ ჩის ბავშვთა დღის ცენტრის და კრიზისული თავშესაფრის ფუნქციონირების მი ზ ნით გამოყენება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები