დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016097 |
|
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.75 ლარი და 1 ევრო – 2,4 ლარი.“; |
ბ)
მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებული უნდა იქნეს ავანსის გაცემის დღიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, ყოველთვიურად პროპორციული ოდენობით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.“; |
გ)
ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება განხორციელდება ამ მონაცემების შეცვლის თარიღიდან, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები