დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადაცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 272 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №272
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ( WFP) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადაცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართელოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს საჭირო თანხა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ( WFP) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები