დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კავკასენერგოს“და შპს „მეგა სერვის ცენტრის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 993 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №993
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „კავკასენერგოს“და შპს „მეგა სერვის ცენტრის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით:
ა) შპს „კავკასენერგო“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში , სოფ. მეჯინისწყალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ჭოროხზე განახორციელოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვება შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ბ) შპს „მეგა სერვისცენტრი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ქობულეთის მუნიციპალიტეტში , სოფ. ქვედა სამების ტერიტორიაზე მდ. კინტრიშზე განახორციელოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვება შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

2. შპს „კავკასენერგომ“ და შპს „მეგა სერვისცენტრმა“ უზრუნველყონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. შპს „კავკასენერგო“ ვალდებულია, მოპოვებული 50 000 მ3 სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებისათვის და ჩაყაროს შემდეგ X727089 და Y4623420 კოორდინატების ფარგლებში.
4. შპს „მეგა სერვის ცენტრი“ ვალდებულია, მოპოვებული 50 000 მ3 სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებისათვის და ჩაყაროს შემდეგ X729105 და Y4628398 კოორდინატების ფარგლებში.
5. შპს „კავკასენერგომ“ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 8 696 (რვაათასექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში.
6. შპს „მეგა სერვის ცენტრმა“ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 8 696 (რვაათასექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში.
7. შპს „კავკასენერგომ“ და შპს „მეგა სერვისცენტრმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამის ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის რაოდენობის შესახებ.
8. შპს „კავკასენერგოს“ და შპს „მეგა სერვისცენტრის“ მიერ, ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული, სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები