შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 992
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
992
30/07/2013
გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
000000000.00(0).000.000000
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №992

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს № 136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74   მუხლის საფუძველზე, შპს „აჭარ ენერჯი - 2007“ (ს/კ 245 5 91 426) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში , სოფ. აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ჭოროხისა და მდ. აჭარისწყლის შესართავთან, განახორ­ცი­ე­ლოს 200 000 (ორასი ათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგ X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

                                                                              

 

 

 

 

 

                              

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. შპს „აჭარ ენერჯი - 2007“- მა უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „აჭარ ენერჯი - 2007“ ვალდებულია, მოპოვებული 200 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულიდან 100 000 მ3 გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით (ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა) გათვალისწინებული მიზნებისათვის, ხოლო 100 000 მ3 - გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ჩაყაროს შემდეგ X-715542 და Y-4610716 კოორდინატების ფარგლებში.

4. შპს „აჭარ ენერჯი - 2007“- მა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გა­დახ­­და ერთი თვის ვადაში.

5. შპს „აჭარ ენერჯი - 2007“- მ ა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში შესაბამის ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის რაოდენობის შესახებ.

6 . შპს „აჭარ ენერჯი - 2007“- ის მიერ, ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული, სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                         ბ . ივანიშვილი