საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 989
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
989
30/07/2013
გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 989

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ –საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა , საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილი №83 დადგენილებით დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსაგან საექსპერტო მომსახურების შესყიდვა, რის საფუძველზეც მოხდება ფონდსა და სსინჟმშენსშორის . წყალტუბოში დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელ უბნის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების (6 ხელშეკრულება) ფარგლებში მშენებლობის შედეგად გამოვლენილი დეფექტების იდენტიფიცირება და შეფასება ;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილი №83 დადგენილებით დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიისათვის, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად მიღებული შედეგების წარდგენა, შესაბამისი რეკომენდაციების მიღების მიზნით .

პრემიერ-მინისტრი   ბ . ივანიშვილი