„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016026
2/ნ
23/01/2014
ვებგვერდი, 24/01/2014
010240070.22.037.016026
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №2/ნ

2014 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და ,,შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, 

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 19.08.2009წ., №103, მუხ. 1151) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 ,,6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, ასევე ნაპირდაცვის, ნაპირაღდგენის და სხვა სახის სამუშაოების ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ქონების მესაკუთრეებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმების მიზნით აწარმოოს მოლაპარაკებები:

ა.ა) გააფორმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული  ნასყიდობის ხელშეკრულებები და სათანადო წესით დაარეგისტრიროს სახელმწიფო საკუთრებად;

ა.ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებელობის შესაბამისად გააფორმოს  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებები;

ბ) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დეპარტამენტის ფინანსური რესურსების ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ანაზღაურება (მათ შორის, შესაბამისი კომპენსაციების გაცემა).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიდავით ნარმანია