დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სასწრაფო სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების ნებართვის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 704 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №704
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სასწრაფო სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების ნებართვის მიცემის თაობაზე
1. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია: დაზიანებულია სახურავი, კედლები, მაყურებელთა დარბაზი, საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს. ამის გამო „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს ქ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების სასწრაფო სარემონტო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები