ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 703
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
703
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 703

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრა­მის – ციტრუსის გადამმუშავებელი მრეწველობის ხელშე­წყო­ბის ღონისძიებების დასაფინანსებლად საკრედიტო რე­სურ­სად გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადა­დების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) უზრუნველყოს:

ა) სესხის მიმღები კომპანიების შერჩევა ერთ პირთან მოაპარაკების საშუალებით და მათზე საკრედიტო რესურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სესხის მიმღებ კომპანიებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება.

3. სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2 (ორი) წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, წლიური 3 (სამი) პროცენტის სარგებლის დარიცხვით. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.

4. სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დადგენილ ვადებში დაბრუნების უზრუნველყოფისათვის სესხი გაიცეს სესხის მიმღები კომპანიების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ.

5. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კონ­ტრო­ლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. სესხის მიმღებ კომპანიებს სესხის არამიზნო­ბრივად გამოყენების შემთხვევაში დაეკის­როთ პირგასამტეხ­ლო არამიზნობრივად გამოყენებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკა­რიშვილმა.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                            გ. ბარამიძე