ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 699
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
699
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №699

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონის­ძიებების ჩასატარებლად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

დ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის მუნიციპალიტეტები) ზ. გოროზიას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე