ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
698
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №698

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საახალწლო ღო­ნისძიებების ორგანიზებულად ჩატარებისათვის, კერძოდ, საა­ხალ­წლო დეკორაციებისა და მანათობლების შესაძენად გა­მოუ­ყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპა­ლი­ტეტებს:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინის ტრომ, ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნე­ბულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­უ­ლებში (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) მ. სვიმო­ნიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გიორგი ბარამიძე