2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word
2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016498
  • Word
67
16/01/2014
ვებგვერდი, 27/01/2014
000000000.00.003.016498
2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №67

2014 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

 

შემსყიდველი ორგანიზაციების 2014 წლის სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბის გეგმების პარამეტრების და 2013 წელს ჩატარებული ფიჭური სატე­ლე­ფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2014 წლის 31 იანვრიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერი სახელმ­წიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. 2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწი­ფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ უზ­რუნველყოს 2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დო­კუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატა­რე­ბისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამარ­თ­ლებ­რივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. 2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწი­ფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემ­დგომი ადმინისტრირების მიზნით შეიქმნას 2014-2015 წლის ფიჭური სა­ტელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია და დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობის წესი. 


პრემიერ-მინისტრი                                                                           ი. ღარიბაშვილი

 

2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

 

1. 2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელ­მწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომი­სია (შემდგომში - სატენდერო კომისია) შექმნილია 2014-2015 წლის ფიჭუ­რი სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდი­რე­ბული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირე­ბის მიზნით.

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ირაკლი ქარსელაძე   - საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე   - სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი   - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი   - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ალექსი ბატიაშვილი   - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
 4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.
 5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.
 7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვე­ტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

 8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველ­ყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციისა და სა­ხე­ლ­მწიფო შესყიდვების სააგენტო.