დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016501 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №66
2014 წლის 1 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ი ს ‑ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დ ახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ -სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუ ჯე ტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმ წი ფო პროგრამისათვის ‑ „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ჩამოყალიბება “ (პროგრამული კოდი 27 02 01) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგ ლებ ში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დასუფთავება/დალაგების, ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის განკუთვნილი თეთრეულის რეცხვის და ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის შესაბამისი პროდუქტების მიტანის/დარიგების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 18 00000 ( ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში და უზრუნველყოს არა უმეტეს 619 ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები