შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიო კომპანია რიონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიო კომპანია რიონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016476
60
16/01/2014
ვებგვერდი, 27/01/2014
000000000.00.003.016476
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიო კომპანია რიონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №60

2014 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  ,,ტელერადიო კომპანია რიონისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ,,ტელერადიო კომპანია რიონს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 212678093) იჯარის უფლებით გადასცეს ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი №8/ფალიაშვილის ქუჩა №2-ში  მდებარე 110,42 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.21.432.01.509) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე, წლიური საიჯარო ქირით -1800 (ათას რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       ი. ღარიბაშვილი