დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016481 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №59
2014 წლის 1 6 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფოშესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტომ” 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში და საკუთარი შემოსავლებით , გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა:
ა) გუდაურში არსებული საბაგიროებისა და გონდოლას გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების,ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური დათვალიერების შესყიდვა;
ბ) საბაგიროების გამშვები სისტემის სათადარიგო ნაწილების, პროგრამული პაკეტების, ბილეთების დამზადებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა;
გ) თოვლსატკეპნი მანქანისა (სპეცტექნიკა) და მისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე მისი ტექნიკური მომსახურების, გამართვისა და ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვა.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ -მინისტრიი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები