„გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016487
  • Word
57
16/01/2014
ვებგვერდი, 27/01/2014
000000000.00.003.016487
„გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №57

2014 წლის 1 6 იანვარი

ქ. თბილისი

 „გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 სექტემბრის  № 1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 ‑ე მუხ­ლის შესაბამისად , „გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექ­ტრო­სადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღო­ნისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 სექტემბ­რის  №1391 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „გარდაბნის თბოსადგურს“  (ს/კ 404428071)  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადით, გადასცეს ქალაქ გარდაბანში მდებარე შენობა‑ნაგებობები №1 (საერთო ფართით 385 კვ.მ), №2 (საერთო ფართით 541 კვ.მ)  და მათზე დამაგრებული 111423 კვ.მ არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.15.30.075).“.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შე­სა­ბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი . ღარიბაშვილი