ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 695
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
695
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 695

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნ­ქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­ექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიებებისათვის გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) გორის მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) ქარელის მუნიციპალიტეტს – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტს – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

დ) კასპის მუნიციპალიტეტს – 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესა­ბამისად, უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნ­ველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელ­მწიფო რწმუ­ნებულს – გუბერნატორს ადმინისტრა­ციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარე­ლის, ხაშურის მუნი­ციპალიტეტები) ვ. გეგელაშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე