დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის განმავლობაში ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016483 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №55
2014 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის განმავლობაში ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის განმავლობაში ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები