დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 984 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №984
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 ‑ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის № 1151 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დანართი
|
| მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი | მისამართი | არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი
|
| 1 | 03.05.22.100 | ქალაქი ქუთაისი, კ.გამსახურდიას ქ. №65–ის მიმდებარედ | 20000.00 კვ.მ |
| 2 | 03.05.22.097 | ქალაქი ქუთაისი, კ.გამსახურდიას ქ. №61 და კ.გამსახურდიას ქ. №65 –ის მიმდებარედ (ყოფ. ნიკეას ქუჩა, ჩიხი IV, N4, ნაკვ. №2) | 55000.00 კვ.მ |
| 3 | 03.05.22.667 | ქალაქი ქუთაისი, კ.გამსახურდიას ქ. №65ა | 3756.20 კვ.მ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები