ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 694
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
694
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 694

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნ­ქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­ექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიებებისათვის გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

დ) ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

თ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესა­ბამისად, უფლება მიეცეთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნ­ველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონ­ტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუ­ნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები) გ. ნაცვლიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე