დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიასათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 983 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №983
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიასათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” (საიდენტიფიკაციო კოდი 404401438), საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS-სა და შპს ,, აჭარისწყალი ჯორჯიას” შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შუახევჰ ესის ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით არსებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით, წლიური ანაზღაურებით 1 (ერთი) ლარი, გადასცეს დანართში მითითებული სახელმწიფო ქონება.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართი
|
|
|
|
|
| № | ადგილმდებარეობა | მიწის ნაკვეთის ფართობი კვ.მ. | მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი |
| 1 | მუნიც. შუახევი, სოფელი მახალაკიძეები | 4607 | 24.04.40.195 |
| 2 | მუნიც. შუახევი, სოფელი მახალაკიძეები | 3494 | 24.04.32.128 |
| 3 | მუნიც. შუახევი, სოფელი ჩანჩხალო | 267 | 24.02.33.193 |
| 4 | მუნიც. შუახევი, სოფელი ახალდაბა | 307 | 24.07.36.268 |
| 5 | მუნიც. შუახევი, სოფელი გორხანაული | 14246 | 24.02.31.125 |
| 6 | მუნიც. შუახევი, სოფელი ახალდაბა | 8305 | 24.02.31.126 |
| 7 | მუნიც. შუახევი, სოფელი ტაკიძეები | 26622 | 24.07.35.302 |
| 8 | მუნიც. ხულო, სოფელი დიდაჭარა | 14177 | 23.03.34.027 |
| 9 | მუნიც. ხულო, სოფელი დიდაჭარა | 4379 | 23.03.33.031 |
| 10 | მუნიც. ხულო, სოფელი ოქრუაშვილები | 1140 | 23.06.39.230 |
| 11 | მუნიც. ხულო, საკრებულო ვაშლოვანი | 1602 | 23.07.32.006 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები