საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016495
  • Word
49
14/01/2014
ვებგვერდი, 23/01/2014
000000000.00.003.016495
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 49

2014 წლის 14 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №6) სამინისტროს აპარატის გარდა განთავსებულნი არიან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნება დაერთოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შენობის მომსახურებისათვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები, დასუფთავების ხარჯები, შენობის დაცვის მომსახურება და ადმინისტრაციული შენობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) დაფარვა განახორციელოს საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სამინისტროს აპარატისათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან.

  

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი