ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
692
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 692

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბი­სათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიე­ბების გასამართავად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათსი) ლარი;

ბ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

დ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;

ე) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 13 000 (ცამეტი ათასი) ლარი;

ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 13 000 (ცამეტი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­უ­ლებში (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) გ. ხაჩიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                      გ. ბარამიძე