შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016493
  • Word
42
13/01/2014
ვებგვერდი, 23/01/2014
000000000.00.003.016493
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 42

201 4 წლის 1 3 იანვარი

 ქ. თბილისი

 

შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

            1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესი­სა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ სა­ქარ­­თვე­ლოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამ­ტკი­­ცე­ბული დებულების (შემ­დგომში – დებულება) 74 მუხლის სა­ფუძ­­ველზე, აჭარის რეგიონში მიმდინარე ჰიდ­რო­ელექტროსადგუ­რე­ბის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად გან­ხორ­ციელების მიზნით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ს/კ 245 591 426) გათავისუფლდეს სასარ­გებლო წია­ღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და მიე­ცეს უფ­ლება:

            ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სოფ. აჭარისწყლის მიმდებარე ტე­რი­­ტო­რიაზე, მდ. ჭოროხისა და მდ. აჭარისწყლის შესართავთან, გა­ნახორ­ცი­ე­ლოს 138 000 (ას ოცდათვრამეტი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მო­პო­ვება შემდეგი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

 

 

                                                           

 

 

 

 

 

                                   

 

 

 

 

 

           

 

 

ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფ. კირნათის მიმდებარე ტე­რი­­­­ტო­რია­ზე, მდ. ჭოროხზე,განახორ­ცი­ე­ლოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) მ3 ტუფობრექჩიის (საშე­ნი მასალა) მოპოვებაშემდეგX დაYკო­­ორ­დინა­ტე­ბისსაზღვრებში:

 

 

N

X

Y

1

726427

4599754

2

726425

4599834

3

726458

4599872

4

726542

4599876

5

726556

4599853

6

726556

4599834

7

726534

4599803

8

726495

4599779

9

726494

4599768

10

726476

4599762

11

726465

4599751

S = 1,18

WGS 1984

 

 

 

 

 

 

                                                                                   

 

 

 

 

                                   

 

 

 

 

          2.  შპს „აჭარ ენერჯი-2007“ ვალდებულია:

 ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის დაცვის სამი­ნისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შე­საბა­მისი დასკვნებით (გეო­საინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირო­ბე­ბის შესრულება;

            ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვე­ლზე მოპო­ვე­ბული 138 000 მ3  ქვიშა-ხრეშიდან 92 000 (ოთხმოცდათორ­მეტი ათასი) მ3 გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველ­სა­ყოფად ჩაყაროს სანაპირო ზოლის აღნიშნული X – 715542 და Y – 4610716 კო­ორ­დინატების ფარგლებში;

            გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის მე-2 წინადადების შესა­ბა­მისად, 138 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გა­თავი­სუფ­ლებისთვის, საქართველოს სა­ხელმ­წიფო ბიუჯეტში გადაი­ხა­დოს 10 000 (ათი ათასი) ლარი, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერ­თი თვის ვა­დაში;

            დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვი­რის ვადაში  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაც­ვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარე­მოს­და­ცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდეგში – გარე­მოს­და­ც­ვი­თი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარადგინოს ინფორმაცია მო­პო­ვებული რესურსის ოდენობის  შესახებ.

            3. შპს „აჭარ ენერჯი-2007“ უფლებამოსილია, 138 000 მ3 ქვიშა-ხრე­შიდან  46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) მ3, სამშენებლო პროექტით (ჰიდრო­ელექ­ტროსადგურების მშე­ნებ­ლობა) გათვალისწინებული მიზნები­სათ­ვის, გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარ­გუ­ლების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნ­ქ­ტი­თ გათვალისწინებული ვალდებულების შეს­რულე­ბის შემდეგ.

            4. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ამ განკარგულების საფუძველზე მოპ­ოვე­ბუ­ლი სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზე­დამ­­ხედველობა გა­ნახორ­ციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველო­ბის დე­პარტამენტმა.

            5. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვე­პუნქტით განსაზღვრული ვალ­დებულების სრულად და ჯეროვნად შეს­რუ­ლების შემდეგ, რაც უნდა დადას­ტუ­რდეს გარემოსდაცვითი ზედამ­ხე­დველობის დეპარტამენტის მიერ.

            6. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე, საქართველოს ზოგადი ად­მინისტ­რა­ციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად, არარად იქნეს აღიარებული „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მო­პოვების ლიცენზიისაგან გათა­ვი­სუ­ფ­ლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ოქ­ტომ­ბრის N1510 განკარგულება.

            7. „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვე­ბის ლიცენ­ზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 30 ოქ­ტომ­ბრის N1510 განკარგულების შესაბამისად შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ სასარ­გებლო წიაღისეულის მოპოვების ლი­ცენ­ზიისაგან გათავისუფლებისათვის გადახ­დი­ლი 10 000 (ათი ათასი) ლა­­რი ჩაითვალოს კომპანიის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვე­­პუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისულის მო­პოვე­ბის ლი­ცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგენილი თანხის (10 000 ლა­რი) გადახდად.

 

   პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი  ღარიბაშვილი