დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 978 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №978
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საჯარო სამსახურის ბიუროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა)წლის განმავლობაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 9 ერთეულით;
ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არაუმეტეს 35%-ისა.
პრემიერ- მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები