დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონის¬ძი¬ებ¬ების გატარების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსის რესპუბლიკიდან ვეტე¬რი¬ნა¬რულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის და ტრანზიტის დროებით აკრძალვისა და იმპორტის პირობების შეცვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 976 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №976
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსის რესპუბლიკიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის და ტრანზიტის დროებით აკრძალვისა და იმპორტის პირობების შეცვლის თაობაზე
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის 21-ე მუხლის შესაბამისად, ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოსა და ვიტებსკის ოლქებში, ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების გამო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით, ბელორუსის რესპუბლიკაში ეპიზოოტიური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე:
ა) აიკრძალოს ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოსა და ვიტებსკის ოლქებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის, ღორის საკვების, ღორის ხორცის პროდუქტებისა და კერატის სპერმის იმპორტი და ტრანზიტი, ხოლო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტების იმპორტი განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით;
ბ) ბელორუსის რესპუბლიკის დანარჩენი ტერიტორიიდან შეიზღუდოს ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის, ღორის საკვების, ღორის ხორცის პროდუქტებისა და კერატის სპერმის იმპორტი და იგი განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები