ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
690
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 690

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნ­ქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კერძოდ, გზების მოხრეშვის, გაზის ქსელის გაფართოების, გარე განათების, არხების გაწმენდის, მრავალსართულიან სახლებში ლიფ­ტების აღდგენისა და წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოთა უზრუნველყოფის მიზნით გამოუყოს 916 000 (ცხრაას თექვსმეტი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალი­ტეტებს:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 690 500 (ექვსას ოთხმოცდაათი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 125 500 (ას ოცდახუთი ათას ხუთასი) ლარი;

გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესა­ბამისად, უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნ­ველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელ­მწიფო რწმუ­ნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხა­ტაურის მუნიციპალიტეტები) მ. სვი­მონიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე